SDK Installation/ka

From Valve Developer Community
Jump to: navigation, search

Source SDK არის უფასო ყველა Steam-ის მომხმარებლისთვის. ის გამოიყენება მოდიფიკაციებისა და სხვადასხვა მასალების შესაქმნელად Source 2006, Source 2007 და Source 2009 ძრავის ვერსიებზე.

ახალ Valve-ის თამაშებს აქვთ თავიანთი SDK:

ინსტალაცია

დააკლიკეთ აქ Source SDK-ს დასაინსტალირებლად. თუ ეს არ მუშაობს, მაშინ:

  1. გახსენით Steam.
  2. დააკლიკეთ Library.
  3. შეცვალეთ ჩამონათვალი (list) და დააყენეთ Tools.
  4. მოძებნეთ და გახსენით Source SDK.
  5. დააკლიკეთ Download and Install / Next გასაგრძელებლად
  6. Source SDK გადმოიწერება თქვენს კომპიუტერში Steam-ის მეშვეობით.

გაშვება

როდესაც Steam დაასრულებს ჩამოტვირთვას, თქვენ შეგეძლებათ ჩართოთ SDK Tools ტაბიდან. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ შექმნათ შორთქათი (მალსახმობი) დესკტოპზე (სამუშაო მაგიდაზე). ამისათვის მაუსის მარჯვენა ღილაკით დააკლიკეთ SDK-ს Tools ტაბში და დააჭირეთ Create desktop shortcut.

როდესაც პირველად ჩართავთ SDK-ს, ის დიდ დროს წაიღებს ფაილების ამოარქივებასა და დალაგებაზე. ეს აღარ განმეორდება სანამ SDK-ს ახალ ვერსიას არ გადმოწერთ.

ამის შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ აირჩიოთ თამაში და იმუშაოთ მასზე SDK-ში. თუმცა, შეიძლება შეგექმნათ პრობლემები თუ თქვენ მიერ არჩეული თამაშის უახლესი ვერსია არ გაქვთ დაინსტალირებული. ამის შესამოწმებლად ჩართეთ ეს თამაში და, როდესაც მთავარი მენიუ ჩაიტვირთება, გამორთეთ იგი.

შემდეგ რა ხდება?

თუ გსურთ ისწავლოთ Source ძრავისთვის მასალების შექმნა, Source SDK დოკუმენტაცია კარგი ადგილია დასაწყებად.

შეცდომები და ხარვეზები

აგრეთვე იხილეთ